ახალი ამბები

,,ველისციხის #14 საარჩევნო უბანზე ენმ-ს წევრს მუქარით დაატოვებინეს კომისია”

პარტიის გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელის, თემურ ბუწაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნათია ტატიაშვილის ქმართან მივიდნენ და მუქარით და შანტაჟით მეუღლის საარჩევნო უბნიდან გაყვანა სთხოვეს. 
,,ჩვენი წარმომადგენელის მეუღლესთან მივიდნენ და დააშანტაჟეს, რომ მისი ცოლი წამოეყვანა საარჩევნო უბნიდან. როგორც ამ საკითხზე მივიღეთ ინფორმაცია, შევატყობინეთ სათანადო სამსახურებს და გავავრცელეთ სოციალურ ქსელში. როგორც გავრცელდა ეს ამბავი, ცდილობენ უკან დააბრუნონ ჩვენი წარმომადგენელი უბანზე იმ მიზეზით, ვითომ ბავშვი გაუხდა ცუდად და დროებით იყო გასული საარჩევნო უბნიდან,”- განუცხადა Knews.ge-ს თემურ ბუწაშვილმა.