თელავში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თავი ენმ–ს კოორდინატორად გაასაღა
ბეჟაშვილის ინფორმაციით, პარტიამ მოიპოვა სია, რომელიც აღნიშნულ ადამიანს ჰქონდა და ის ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებისგან შედგებოდა.
”გვინდა გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები თელავის ოლქის ტერიტორიაზე ამომრჩეველზე ახდენდნენ ზეგავლენას. ჩვენ ეს გადავამოწმეთ და აღნიშნულ პირს აღმოაჩნდა სია, სადაც ყველა მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყო, აღნიშნული პირი კი ,,ქართული ოცნების” კოორდინატორი იყო ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.