სოფელ განჯალაში ამომრჩევლებმა პოზიცია ორჯერ დააფიქსირეს
ენმ–ს დამკვირვებლების განცხადებით, სამი მარკირებული პიროვნება ცდილობდა უბანზე შესვლას და პოზიციის დაფიქსირებას. მათივე თქმით, ამ ფაქტების გამო დაპირისპირება მოხდა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის.
,,მსგავსი ფაქტები გამოვლინდა სხვადასხვა უბნებზეც. თუმცა, ნაკადის მარეგულირებელმა შეძლო, რომ ფგაქტი აღეკვეთა ერთ–ერთ უბანზე”, – აცხადებენ knews.ge-სთან ენმ–ს დამკვირვებლები.
ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მარიკა გიორგაძის განცხადებით, დარღვევები არ დაფიქსირებულა.