ახალი ამბები

საგარეჯოს 38-ე საარჩევნო უბანზე შელაპარაკება მოხდა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც სოფელ დუზაგრამაში 38-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება, კომისიის წევრებს მიუთითა, რომ ამომრჩეველი უბანზე არ დაეშვათ. 

,,მართალია, ფაქტს შელაპარაკება მოყვა, თუმცა ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, მარკირებულ ამომრჩეველს განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს”, – განაცხადა დამკვირვებელმა.