საიამ ყარაჯალას 39–ე უბანზე შენიშვნა დააფიქსირა
მისი განცხადებით, შენიშვნა შეეხებოდა იმას, რომ უბანზე კომისიის წევრები აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობდნენ და დამკვირვებლებისთვის გაუგებარი იყო მათი საუბრის თემა. კომიის თავმჯდომარის ჯელალ აბდულაევის განცხადებით, კანონდარღვევის ფაქტი არ მომხდარა.
,,ჩვენ კომისიაში არიან როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი წევრები და ვსაუბრობდით ორივე ენაზე. კანონდარღვევა არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, უბანზე მაინც დაიწერა საჩივარი”, – განაცხადა knews.ge-სთან აბდულაევმა.