ახალი ამბები

თელავში შშმ პირებისთვის 17 უბანია ადაპტირებული

როგორც Knews.ge–ს თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ განუცხადა, ადაპტირებულ ჩვიდმეტივე საარჩევნო უბანს აქვს როგორც პანდუსები, ისე სპეციალური კაბინები.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რათა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მისი ფიზიკური შესაძლებლობის მიუხედავად, ქონდეს თანაბარი წვდომა საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების პროცესში. 54 საარჩევნო უბნიდან შშმ პირებისთვის 17 უბანია ადაპტირებული. საარჩევნო უბნებზე სმენადქავეითებული ამომრჩევლისთვის განთავსებულია სპეციალური პოსტერები. საარჩევნო უბნებზე მცირემხედველებისთვის სპეციალური გამადიდებელი ლინზაც არის “, – განუცხადა Knews.ge–ს გიორგი კალმახელიძემ.