,,თელავის საარჩევნო უბნები უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია”
როგორც Knews.ge-ს #10 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნაირა ტალუყაშვილმა განუცხადა, აღნიშნული საარჩევნო უბანი ადაპტირებული არ არის თუმცა მათ მცირემხედველებისთვის სპეციალური გამადიდებელი ლინზა აქვთ.
,,არანაირი შეზღუდვა არ არსებობს უბანზე, გვყავს ამომრჩეველი რომელიც შესაძლოა მცირემხედველი იყოს, მათთვის გვაქვს სპეციალური გადადიდებელი შუშით დაფა, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი,”– განუცხადა knews.ge-ს ნაირა ტალუყაშვილმა.
#8 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, ბესიკ ჭინჭარაულის თქმით, მათ უბანზე მისულ ამომრჩეველს გარდა გამადიდებელი ლინზისა, ბრაილის შრიფტით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ.
,,ჩვენ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი არ გვყავს, ამიტომაც არ გახდა საჭირო უბნის ადაპტირება. გვავს უსინათლოებისთვის ბაილის შრიფტი და გამადიდებელი ლინზა, მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ უბანზე მოსვლისას.”