ახალი ამბები

ქეშალოს სარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

როგორც knews.ge-ს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა ირინა კასრაძემ განუცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ორგანიზაციის კოორდინატორს, უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

,,უბანზე მოვიდა ჩვენი კოორდინატორი, რომ მე ჩავენაცვლებინე. კომისიის მდივანი მოიკითხა, რომელიც გასული იყო უბნიდან. მოსვლის შემდეგ კომისიის მდივანმა სრულიად უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, ძალიან აგრესიული იყო. კომისიის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ სიტუაცია დამშვიდდა”,– განუცხადა knews.ge-ს ირინა კასრაძემ.