ქეშალოს 41–ე საარჩევნო უბანზე 1 საჩივარი დაიწერა
საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა ირინა კასრაძემ დაწერა. მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი თავის მოვალეობას არ ასრულებდა.
კასრაძის განმარტებით, ნაკადის მომწესრიგებელი უბანზე ამომრჩევლებს პირადობის მოწმობისა და პროცედურის გავლის გარეშე უშვებდა.
,,ნაკადის მომწესრიგებელი თავის მოვალეობას არ ასრულებდა, ბევრი ხალხი იყო უბანზე და სიტუაცია უმრთავი იყო. ის არც ამომრჩევლის საბუთებს არ ამოწმებდა. საჩივარი დავწერე იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც იყო უბანზე და ხმა მისცა, მოვიდა მეორედ და ორი ამომრჩეველი მოიყვანა. ნაკადის მომწესრიგებელმა ეს კაცი ისე შემოუშვა უბანზე არც შეუმოწმებია მარკირება. აღნიშნული მამაკაცი უბანზე შემოყვა ამომრჩევლებს, შემოუხაზა ბიულეტენში სასურველი კანდიდატი და მათ მაგივრად ჩააგდო ყუთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს ბევრი დამკვირვებელი შეესწრო, არავინ არ დამიდგა მოწმედ”,- განუცხადა knews.ge-ს ირინა კასრაძემ.