ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე ერთი დაარღვევა დაფიქსირდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმსარულებელი დირექტორის, ალექსანდრე ახალმოსულიშვილის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნებიდან“ საარჩევნო უბანზე ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა.
„ჩვენმა დამკვირვებელმა სოფელ ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნებიდან“ ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. ჩვენმა დამკვირვებელის მითითების შემდეგ ერთ წარმომადგენელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უბანი დაატოვებინა“, – განუცხადა knews.ge–ს ალექსანდრე ახალმოსულიშვილმა.
ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მინდია იუკერიძის ინფორმაციით, აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი არ დაწერილა.
ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე სულ 1298 ამომრჩეველია რეგისტრირებული.