სოფელ დუზაგრამას 38-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა
როგორც knews.ge-ს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა ირინა კასრაძემ განუცხადა, დარღვევების თაობაზე საჩივარი დაწერა.
,,ამომრჩეველმა კომისიის წევრს თხოვა, ესწავლებინა, როგორ მიეცა ხმა სასურველი საარჩევნო სუბიექტისთვის. კომისიის წევრმა, თითქოსდა სწავლების მიზნით, ამომრჩეველს მიანიშნა, შემოეხაზა 41 ნომერი.
ამავე უბანზე, ამომრჩეველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე გამოცხადდა. იგი გაატარეს სარეგისტრაციო ჟურნალში, რის შემდეგაც ცდილობდა ხმის მიცემას, მაგრამ ჩვენი მითითების შემდეგ, ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს”, – აღნიშნავს კასრაძე.
ორგანიზაციის წარმომადგენლისვე განცხადებით, კაბინის გარეთ რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტენში 41 ნომერი შემოხაზა. თუმცა, N11 საგარეჯოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ მღებრიშვილი მიუთითებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.