გურჯაანში მმართველი პარტიის აგიტატორები ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ
მათი თქმით, ისინი ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებს აღრიცხავენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მხარდამჭერთა მობილიზება კანონდარღვევად არ ითვლება.
“კანონის თანახმად იკრძალება აგიტაცია მხოლოდ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნების მიღმა აგიტაცია არის დასაშვები და ასევე კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, საკუთარი მხარდამჭერების ხმების მობილიზება”, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.