„თელავში საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნების შესასვლელში აგიტაციას ეწევიან“
როგორც knews.ge–ს ლელა მენთეშაშვილმა განუცხადა, ისინი ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდნენ და პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაციას ეწევიან.
„თელავში საჯარო მოხელეები, კოორდინატორები და აქტივისტები საარჩევნო უბნების შესასვლელში აგიტაციას ეწევიან. ისინი ეუბნებიან ყველა მოქალაქეს საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზონ 41. ეს არის რა თქმა უნდა თელავის საარჩევნო შტაბის დავალება“, – განუცხადა knews.ge–ს ლელა მენთეშაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ მმართველი პარტიაში. თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბენო გეგეჭკორი საარჩევნო უბნებზე საჯარო მოხელეების მხრიდან აგიტაციას გამორიცხავს.
„ეს არის მორიგი ტყუილი და სიცრუე. როგორც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩევნებზე აკეთებდა, უნდათ რომ იგივე დაგვაბრალონ. არც ერთი საჯარო მოხელე აგიტაციას საარჩევნო უბნებზე არ ეწევა“, – განუცხადა knews.ge–ს ბენო გეგჭკორმა.