თელავში მოქალაქემ მერობის კანდიდატად ცხვარი შემოხაზა
მან, პროტესტის ნიშნად სამივე ბიულეტენში ცხვარი შემოხაზა. მჭედლიშვილი საარჩევნო ბიულეტენებში ცხვრის ჩაწერასა და შემოხაზვას სხვა ამომრჩევლებსაც თხოვს. აქტივისტის თქმით, აღნიშნული ქმედებით როგორც მოქალაქემ ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მიმართ პროტესტი გამოხატა. მჭედლიშვილი ითხოვს, რომ ქალაქ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაუბრუნდეს.
,,თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი. შესაბამისად, არ ვემხრობი და არ ვიზიარებ ქალაქისა და თემის გაერთიანების ინიციატივას, ამიტომ პროტესტის ნიშნად ბიულეტებში ჩავწერე და შემოვხაზე ცხვარი. ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია”, – აღნიშნავს knews.ge-სთან არჩილ მჭედლიშვილი.
მისივე განცხადებით, კამპანია არჩევნების შემდეგაც აქტიურად გაგრძელდება.