კახეთში ამომრჩეველთა აქტივობა 6.9%-ია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კახეთში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მისი პროცენტული მაჩვენებელი საშუალოა.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონს 8 არჩეული მერი ეყოლება. ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.