თელავის საარჩევნო ოლქში გადასატანი ყუთით 1229 ამომრჩეველი ისარგებლებს
“გადასატანი ყუთით სარგებლობის მიზნით ამომრჩევლებმა წინასწარ განცხადებებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიებს. გადასატანი ყუთის მსურველთა რაოდენობა თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%–ს არ აღემატება, რაც საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული”, – განუცხადა knews.ge–ს თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთით სარგებლობა შეუძლია ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, იმყოფება პატიმრობაში ანადმინისტრაციულ პატიმრობაში, მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორს მდებარეობს.