knews.ge არჩევნებს დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გააშუქებს
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის ონლაინ მედიის მონიტორინგის მიხედვით,
„მონიტორინგის პერიოდში knews.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფით განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუმცა ვებგვერდზე მცირედით ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები მთავრობის გაშუქებისას. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები ვებგვერდზე არ გამოვლენილა. knews.ge-ზე ყველაზე აქტიურად მთავრობისა (48%) და ადგილობრივი მთავრობის (18%)
საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები „ევროპული საქართველოსა“ (48%) და მთავრობის (28%) გაშუქებისას გამოვლინდა. უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა.
მონიტორინგის მოცემულ პერიოდში knews.ge-ზე განსაკუთრებულად აქტიურად არ შუქდებოდა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეგვხვდა საკმაოდ საინტერესო სტატია არჩევნებში ქალი კანდიდატების ჩართულობასთან დაკავშირებით („რატომ პასიურობენ ქალები არჩევნების დროს“ , 18 აგვისტო). knews.ge აქტიურად აშუქებდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნული საკითხები რიგ შემთხვევებში გაშუქებული იყო სიღრმისეულად და წარმოდგენილი იყო როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები
(მაგალითად, „თელავის ცხოვრება 2014 წლის ადგილობრივი არცევნებიდან დღემდე“ , 28 ივნისი).“- აღნიშნულია კვლევაში.
„კახეთის ხმის“ ჟურნალისტები რეგიონის საარჩევნო პროცესს უწყვეტ რეჟიმში გააშუქებს. არჩევნების გაშუქებისას ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობას, ახალგაზრდების მიერ საარჩევნო პროცესში აქტივობას და შშმ პირთა ხმის უფლების დაცვისა და მათი საარჩევნო უფლებების საკითხებს გააშუქებს.