კისისხევში 50 წლამდე მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში ხის მოჭრას ცდილობდა, რომლის დროსაც ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ცნობით, გარდაცვლილი გურჯაანში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.