გურჯაანში მმართველი პარტიის პლაკატები კედლებიდან ჩამოხიეს
ისინი ამბობენ, რომ სააგიტაციო მასალების ჩამოხევის შემდეგ ,,ევროპული საქართველოს” აქტივისტები მათი კანდიდატის, გოგა პეტრუზაშვილის პლაკატს აკრავენ. გურჯაანში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ არსებობს შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც შესასწავლად პოლიციაში გააგზავნეს.
“ევროპულ საქარრთველოში” მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს უარყოფენ. პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, აქტივისებმა პლაკატები გააკრეს იმ ადგილას, სადაც უკვე ჩამოხეული იყო “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მოწმეების მითითებით, გამოვლენილ 2 პირთან გასაუბრების ოქმი გაფორმდა. შსს–მ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება და მოპოვებული ნივთმტკიცება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნა.