თუშეთის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა გაზაფხულამდე აიკრძალა
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, მაისის შუა რიცხვებამდე ფშაველი-აბანო–ომალოს დამაკავშირებელ გზაზე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აკრძალულია.
,,თუშეთში დარჩენილ მუშებს და მოსახლეობას ვერტმფრენით გადმოვიყვანთ, რადგან უღელტეხილზე მოსული თოვლის გამო მოძრაობა შეუძლებელია”,– განაცხადა ლადო კახოიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მომვალი წლის ზამთრის სეზონზე ყოველკვირეულად იფრენს.