უგონო მდგომარეობაში მყოფ ახმეტელ მამაკაცს დახმარება სჭირდება
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანა პატარკაციშვილი ავრცელებს. როგორც knews.ge–ს პატარკაციშვილმა განუცხადა, ძიძიგური დღემდე უგონო მდგომარეობაშია და ესაჭიროება მკურნალობა, რომლის ფინანსური შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს. დაზარალებულს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
„როგორც ვიცი, 16 აგვისტოს შოთა მეგობრის სახლში იყო და ექიფობდნენ. მოულოდნელად კიბეზე დაუცურდა ფეხი და გადმოვარდა. ყოველდღიურად მას სჭირდება მკურნალობის თანხა, მაგრამ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს. შოთა ძიძიგურის დასახმარებლად თი ბი სი ბანკში გახსნილია ანგარიში: GE90TB7667945061100012
მიმღები:მარი ბიჩინაშვილი. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ:ბილაინიდან,მაგთიდან და ჯეოსელიდან 0 901 200 214. ზარის ღირებულება 1 ლარია“, – განუცხადა knews.ge–ს ანა პატარკაციშვილმა.
ექიმების ინფორმაციით, შოთას აღენიშნება კისრის მალების მოტეხილობა და გულმკერდის ტრამვა.