გურჯაანის 5 სოფელს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოებია.
,,გარეშე პირის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც აღნიშნული მილსადენის 83-ე კილომეტრზე აუცილებელი გახდა სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და გაზის მიწოდება მილსადენის შეკეთების დასრულებისთანავე აღდგება”, – განუცხადეს Knews.ge-ს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში”.