დუისში სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს
ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემები და გამოწვევები პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე.
„თანასწორი და თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პროგრამების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სოფლად მცხოვრები ქალები ქვეყნის წინსვლის უშველებელი ადამიანური რესურსია. მათი ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებში. დარწმუნებული ვარ, რომ სოციალურად და ეკონომიკურად აქტიური ქალი ბევრ სასიკეთოს მოუტანს, როგორც თავის ოჯახს, ასევე მთელს საზოგადოებას“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა.
სოფელ დუისში სოფლად მცხოვრები ქალების დღე კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში ჩატარდა.