სოფელ შილდაში 27 წლამდე ქალბატონმა თავი ჩამოიხრჩო
როგორც knews.ge–ს შილდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა, ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ქალბატონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს დილით, 27 წლამდე ქალბატონი თავისი საცხოვრებელი სახლის მარანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ქალბატონს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა“, – განუცხადა knews.ge–ს ლევან ხუციშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.