ახალი ამბები

თელაველ 11 წლის ლუკას დახმარება სჭირდება

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინო ფეიქრიშვილი ავრცელებს. როგორც Knews.ge–ს ფეიქრიშვილმა განუცხადა, ლუკას გერმანიაში სჭირდება მკურნალობა, რომლის ღირებულებაა 10900 ევრო. 
ლუკას სჭირდება ხშირი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა გერმანიაში. მისი ოჯახი კი სოციალურად დაუცველია და ლუკას მკურნალობის თანხა არ აქვს. საქართველოს ბანკში გახსნილია საბანკო ანგარიში: GE80BG0000000599055600. ლუკას დახმარების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 1 ზარი ბილაინის ნომრიდან განახორციელონ სპეციალურ ნომერზე 0901701318.ზარის ღირებულება 1 ლარია“, – განუცხადა Knews.ge–ს ნინო ფეიქრიშვილმა. 
ექიმების ინფორმაციით, ლუკას აღენიშნება პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ქრონიკული ჰეპატიტის დაუზუსტებელი თანდაყოლილი ბრონქოექტაზია.