გურჯაანში შპს „საქართველოს ფოსტა“ ახალ სერვისცენტრს გახსნის
როგორც knews.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს.
დაგეგმილ ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე დაესწრებიან.
მსგავსი კონსტრუქციის საფოსტო მომსახურების პირველი ცალკე მდგომი შენობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე თიანეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. 2017 წლის ბოლომდე „საქართველოს ფოსტა“ კიდევ სამი საფოსტო ცენტრის განახლებას გეგმავს.