კახეთში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა
არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რომლის შედეგადაც ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ავარიის შედეგად შვიდი მგზავრი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე5- ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.