საგარეჯოში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინაწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მედიკოსების ცნობით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე დაშავებული პანკისის ხეობის მკვიდრია.
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.