სოფელ აკურას სკოლაში იატაკი ჩაინგრა
შემთხვევის შედეგად მუშა დაშავდა. დაშავებული პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტმა ხერხემლის დაზიანება მიიღო. მათივე თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება.
როგორც Knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.