ხვალ თელავის 8 სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” აცხადებენ, რომ გაზმომარაგების შეზღუდვის მიზეზი რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
,,კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო – პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დროსაც წინანდლის განშტოებაზე, 115,00 – 0,8 კმ-ზე, DN – 219 მმ -იანი კოროზირებული კომპენსატორი გამოიცვლება. აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში, DN – 100 მმ -იანი მაღალი წნევის ახალი ონკანი დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზმომარაგება ყველა აბონენტს აღუდგება”, –განაცხადეს ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში”.