წინანდალში წარმოებული ვისკი მსოფლიო საუკეთესო ალკოჰოლური სასმელების ათეულში შევიდა
საფერავის კასრში დავარგებული ვისკი კონკურსზე „The Global Travel Retail Spirits Masters“ პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართული ბრენდის კასრში და წინანდალის კასრში დავარგებული ვისკი კი ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.
პირველი ქართული ვისკის ბრენდი “Jimsher” ბიზნესმენმა, კომპანია “ასკანელი ძმების” დამფუძნებელმა, ჯიმშერ ჩხაიძემ შექმნა. როგორც knews.ge–ს ჩხაიძემ განუცხადა, ალკოჰულური სასმელი შოტლანდიური ტრადიციული ვისკის დამზადებისა და ქართული, სრულიად ახალი, უნიკალური დაძველების ტექნოლოგიების ნაზავია.
,,აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მივიღეთ სრულიად განსხვავებული არომატისა და გემოს მქონე ვისკი ქართული აქცენტებით. ვისკის დაგემოვნების შემდეგ ნახავთ, რომ სითხე არის ქართული აქცენტის, ინდივიდუალობით გამორჩეული. მე ავირჩიე ეს გზა, დაიბადა თამამი იდეა, რომელიც განვითარდა და ამ პროდუქტით შევიტანე განაცხადი ვისკის სამყაროში”, – განუცხადა knews.ge–ს ჯიმშერ ჩხაიძემ.
ამ ეტაპზე “Jimsher”–ის შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი.
ქართული ვისკი ექსპორტზე ჩინეთში, პოლონეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბალტიისპირა ქვეყნებში იყიდება.
კომპანია “ასკანელი ძმები” აწარმოებს ტრადიციული საფერავის კასრში წინანდლისა და ქართული ბრენდის კასრში დავარგებულ ვისკს.
კომპანიამ კახეთში 150 ჰექტარ მიწის ფათობზე ქერი გააშენა, რათა პროდუქცია მთლიანად ქართულ ნედლეულზე დამზადდეს.