დედოფლისწყაროში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
როგორც Knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ფორდის“ მარკის მიკრო ავტობუსი ტრასაზე გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
„შემთხვევას „ფორდ ტრანზიტში“ მყოფი 30 წლამდე ორი მამაკაცი ემსხვერპლა, მძღოლი კი დაშავდა, რომელიც სხვადასხვა დაზიანებით სასწარაფო დახმარების ბრიგადამ საავადმოფოში გადაიყვანა”, – განუცხადეს Knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.