თელავში მშენებარე ობიექტის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელსაც მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება. მომხდარზე knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რომელიც რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. თელავის ახალი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობას ბიზნესმენი ვანო კევლიშვილი აშენებს. კევლოშვილი რამდენიმე წლის წინ საგასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო.