ახალი ამბები

ნუკრიანში სათემო ბიბლიოთეკა გაიხსნება

,,სათემო ბიბლიოთეკის გახსნის აუცილებლობა განაპირობა სოფელში კულტურის სახლის დაწვამ, სადაც სასოფლო ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. ამჟამად კი, წიგნები სკოლაში, ერთ ოთახშია გამოკეტილი და მოსახლეობას წიგნებით სარგებლობა უჭირს, ამიტომ გვინდა, მცირე ტიპის მედიათეკა მოვაწყოთ, რომ ჩვენთან სათემო ცენტრში მოსული მოქალაქე ხელობასაც შეისწავლი და წიგნსაც წაიკითხავს”, – განუცხადა knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა.

სათემო ბიბილოთეკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებშიც გაიხსნება.