ახმეტელ ცოლ-ქმარს სამი ტყუპი ვაჟი შეეძინა
ლეფსვერიძემ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა. ცოლ-ქმარს უკვე ჰყავს სამი გოგონა. ნათია 34 წლის არის, მისი მეუღლე კი – 42 წლის.
“ეს უდიდესი ბედნიერებაა. როდესაც პირველად გავიგე, რომ სამ ტყუპ ვაჟზე ვიყავი ორსულად, ყველას გაგვიჭირდა ამ ამბის დაჯერება. ნიკა, ილია და გიორგი საკეისრო კვეთით გავაჩინე. ჩვენ გვყავს სამი გოგონა, რომლებიც 2, 4 და 6 წლის არიან”, – განუცხადა knews.ge-ს ნათია ლეფსვერიძემ.
ღუდუშაურის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ნათია ლეფსვერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.