თელავში განათლებისა და დასაქმების გამოფენა გაიმართება
ღონისძიება 29 სექტემბერს, 10:00 საათზე, დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების მთავარ მიზანს პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაცია წარმოადგენს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან რეგიონში მოქმედი დამსაქმებელი ორგანიზაციები და სამუშაოს მაძიებლებს მათთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა ექნებათ. განათლების გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ და პრეზენტაციას გამართავენ საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რომლებიც წარადგენენ მათთვის საჭირო პროფესიებს. ძირითადი პროგრამის ფარგლებში სამუშაო მაძიებლებს საშუალება მიიღონ ინფორმაცია აკადემიური და პრაქტიკული განათლებისა და პროფესიული ტრენინგების შესახებ.
განათლების გამოფენის პროექტი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტოა და თელავში უკვე მესამედ იმართება. ღონისძიება ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რომელიც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
ფონდის წარმომადგენლის, დანიელ ბირკენმაიერის ინფორმაციით, გამოფენა ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის მდგრად განვითარებასა და დახმარებას გაუწევს ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება და დასაქმდნენ ადგილზე.
ფოტო: გიორგი ბეჟანიშვილი