თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო” გაიმართება
„ქართული ღვინის კვირეული“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მეოთხედ ტარდება.
,,საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ როგორც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები, ასევე მცირე, საოჯახო მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა რთველის ტრადიციებთან, ასევე, მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ შემოქმედის გააცნობენ”, – განუცხადეს knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა.