სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო და კერძო ბიზნესი შეისყიდის
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ 60 ჰექტარზე მეტი ვენახი დააზიანა. უწყების ინფორმაციით, სამ სოფელში: ვარდისუბანში, გულგულასა და ნაფარეულში ყურძნის მოსავალი დაისეტყვა.
,,სტიქიის შედეგად ძირითადად დაზიანდა ვენახები და ყურძნის მოსავალი. ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნა საჭირო არ არის, რადგან მთლიანად დაზიანებულ ყურძენს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიები ჩაიბარებენ”, – განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.