სოფელ მშვიდობიანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
პროექტის ფარგლებში სააღმზრდელო დაწესებულებაში მოეწყობა სამზარეულო, სველი წერტილები, საძინებელი, დირექტორის, ექთნის და სხვა პერსონალის ოთახები, შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, მოეწყობა პანდუსი და მოეწყობა წყალგაყვანილობის და გათბობის სისტემები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, აღნიშნულ სოფელს წლების განმავლობაში მწვავედ აწუხებდა მოუწესრიგებელი საბავშვო ბაღის პრობლემა.
,,გარდა სხვა სამუშაოებისა, შენობაში მთლიანად შეიცვლება წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემები, მოეწყობა ცივი წყლის რეზერვუარი. მოეწყობა საქვაბე ცენტრალური გათბობის სისტემებით, ასევე ჰაერ გამწოვების სისტემა. ეს პრობლემა სოფლის მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. პროექტის განხორციელებაზე 189 777 ლარი დაიხარჯება”,– განუცხადა knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.