ესწრება თუ არა თელავის მოსახლეობა საკრებულოს სხდომებს
გავარკვიეთ როგორია მოსახლეობის ნაწილის მოსაზრება საკრებულოს სხდომებზე დასწრების შესახებ, რატომ არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აქვთ თუ არა ინფორმაცია სხდომებზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესახებ.
ზოგიერთი მათგანის მტკიცებით, მათ არავინ აგებინებს საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, აღნიშნული საკითხების მიმართ ინდეფერენტულად არის განწყობილი და ამბობს, რომ მათ მონაწილეობას აზრი იმ უბრალო მიზეზის გამო არ აქვს, რომ მათ ინიციატივასა და მოსაზრებას არავის ითვალისწინებს.
სხვა ნაწილს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობა მნიშვნელოვანია.
გაეცანით მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრები მოსახლების ნაწილის მოსაზრებებს ჩვენ გამოკითხვაში.
სტატია ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.