ახალი მცირე მარნების ცნობადობის ამაღლებისთვის ფესტივალი გაიმართება
ფესტივალი რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
,,ღონისძიება 11:00-დან 18:00 საათამდე #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში გაიმართება (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან), სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოები, გაესაუბრონ მათ შემქმნელებს, მიიღონ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, რა ღვინოებს აწარმოებენ, სად ყიდიან და ა.შ. აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 39 მცირე მარანი” ,– განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.