ახალი ამბები

ალავერდის ტაძარში ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ჩამოაბრძანებენ

თბილისის აეროპორტიდან სიწმინდეს მუზეუმში გადააბრძანებენ, 24 სექტემბერს, წირვის დროს კი სამების ტაძარში მიასვენებენ, სადაც წმინდა დედოფლის პარაკლისი შესრულდება. 25 სექტემბერს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც მორწმუნეებს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

ქეთევანობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი 25 სექტემბერს, 23 საათზე, ალავერდის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში აღავლენს. სიწმინდე საქართველოს სხვა ეპარქიებსაც მოილოცავს.