ახალი ამბები

სოფელ ნასამხრალში ავტომანქანა დაიწვა

როგორც knews.ge-ს ნასამხრალის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ბაღათრიშვილმა განუცხადა, “სუბარუს” მარკის ავტომობილს გადაადგილების დროს გაუჩნდა ცეცხლი.
“მსუბუქი ავტომანქანა საავტომობილო გზაზე მიდიოდა და მას უცებ ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლს შეეშინდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და უცებ ორმოში ჩავარდა. მანქანა მთლიანად დაიწვა”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ბაღათრიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფი ორი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 21 და 26 წლის მამაკაცები სახეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას.