ახალი ამბები

თელავის საოლქო კომისიაში მერობის ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული

კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის ინფორმაციით, ამ დროსთვის დარეგისტირებულნი არიან “შენების” მოძრაობიდან გელა გელაშვილი, ,,ახალი საქართველოდან,, თამარ ლამაზოშვილი, ,,ლეიბორისტული პარტიიდან,, ნიკოლოზ ვარდოშვილი, ხოლო “ტრადიციონალისტებიდან” დევი სამხარაძე.
“ამ დროისთვის დოკუმენტაციის ნაწილი მერობის რამდენიმე კანდიდატმა უკვე შემოიტანა აქვს შემოტანილი. რეგისტრაციას გადიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც, შემოწმდება დოკუმენტაცია, რათა ხარვეზები გამოირიცხოს და აღნიშნული კანდიდატები დარეგისტრირდებიან“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი კალმახელიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების დარეგისტრირების ვადა დღეს, 18 საათზე, ამოიწურება. არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.