თელავში სასტუმრო Holiday Inn მომავალი წლის ზაფხულში გაიხსნება
მომავალი წლის ზაფხულში თელავში, ერეკლე მეფის სახლ–მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი ბრენდული სასტუმრო „Holiday Inn“ გაიხსნება.
ობიექტის გახსნა თელავში შპს “სასტუმრო თელავმა” გადაწყვიტა. სამშენებლო სამუშაოები ”თიბისი ბანკის” დაფინანსებითა და „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში ჩართულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც. კომპანიის გენერალური დირექტორის, ლევან ერისთავის ინფორმაციით, სასტუმროს ასაშენებლად თელავში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„თელავი ისტორიული ქალაქია, რომელიც კახეთის ცენტრად მიიჩნევა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ტურისტების რიცხვი კახეთში ყოველწლიურად მატულობს. შესაბამისად, ჩვენმა ბიზნეს-ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება და თელავში სასტუმროს აშენება დაიწყო. ეს იქნება პირველი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შეყვანას კახეთის რეგიონში. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ნფრასტრუქტურისა და ტუროზმის განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია. სასტუმროს მართვაში მონაწილეობას მიიღებს ესპანური კომპანია T3 Hospitality Management, რომელსაც სასტუმროების მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. სასტუმროში 60 – 70 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს კომპლექსში შევა 2 რესტორანი, აუზი, 150 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. აქვე გაიხსნება რესტორნების ქსელი „კახელების“ პირველი რეგიონული ფილიალი. პროექტი ითვალისწინებს მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი ფიტნეს-ცენტრის ჩამოყალიბებასაც, ასევე, საუნას და მასაჟის ოთახს. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიების მოწყობაც, როგორიცაა ღვინის დამზადება, ჩურჩხელის ამოვლება და ა.შ.“, – განაცხადა ლევან ერისთავმა.