ქართული ძირტკბილა ექსპორტზე მაროკოსა და საფრანგეთში გავა
კომპანიის ინფორმაციით, მათ 2016 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენაზე ”Sial Paris 2016” მიიღეს მონაწილეობა, რომლის შემდეგაც საკუთარი პროდუქციის გატანა საფრანგეთსა და მაროკოში შეძლეს.
,,კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადება, რეალიზაცია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის და მაროკოს ბაზარზე პროდუქციის გატანა”,– განაცხადეს კომპანიაში.