გომბორის ქედზე 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა
როგორც knews.ge–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა.
„ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო საგარეჯოსა და თელავის სახანძრო სამაშველო ბრიგადები და ორი სპეციალური მანქანა. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 20 მეხანძე-მაშველი პრევენციის მიზნით მონიტორინგს ახორციელებდა“, – განუცხადეს knews.ge–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
გუშინ საღამოს ცეცხლი სოფელ სადახლოსთან არსებულ ტყის მასივთან ახლოს ხმელ ბალახს, ბუჩქნარს და რამდნიმე ხეს მოედო. ხანძარი ტყის მასივზე არ გარცელებულა.