ახალი ამბები

თელავში, სასტუმრო ლოპოტაში ჯაზის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი ტარდება კომპანია “Eastern Promotions”–ის ორგანიზებით. 
კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები, მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალს გახსნის „სპაგეტი სვინგის“ შოუ. მსმენელის წინაშე წარსდგება ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო და ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო, რომელიც ფესტივალს დახურავს. მასშტაბური მუსიკლაური ღონისძიების სტუმრები არიან ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და „გემრიელი შოუს“ წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგიც“ (Spaghetti Swing). 
“ფესტივალის ფარგლებში, კონცერტების გარდა, ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე, საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო”, – განუცხადეს knews.ge–ს კომპანია “Eastern Promotions”–ში.