გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
შემთხვევის შედეგად “06-ის” მარკის ავტომობილის მძღოლი, 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ავარიის შედეგად შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძარობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.