ახალი ამბები

სოფელ გრემში სოციალური მეწარმეობის ფესტივალი გაიმართება

ღონისძიება საერთაშორისო მოხალისეთა გუნდის ორგანიზებით ჩატარდება.
ფესტივალის მთავარი მიზანია სოციალური მეწარმეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 
“ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ ფოლკლორული მუსიკა, დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო და საკვები, გაეცნონ მოწვეული სოციალური მეწარმეობების საქმიანობას და პროდუქციას, და ჩაერთონ სხვადასხვა მცირე საგანმანათლებლო და გასართობ აქტოვობებში, რომლებიც ფესტივალის საერთაშორისო მოხალისეების მიერ იქნება შემოთავაზებული.
აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა “Countryside Magic”-ის დასკვნით ნაწილს, რომელიც ევროპის კომისიის „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან პროექტის ქართველი, დანიელი, სომეხი, ნორვეგიელი, იტალიელი და ესტონელი ახალგაზრდა მონაწილეები”, – განუცხადეს knews.ge–ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.